კალათბურთი

14:45 | 3.09.2023 | ნანახია 2859 - ჯერ

თვალცრემლიანი ილიას ზუროსი: "მიყვარს საქართველო, ახლა უფრო ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩის (84:100) პრესკონფერენცია გამართა. მას გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ისეთი კომენტარები გააკეთა, რომ თითქოს გუნდს დაემშვიდობა.

„ვულოცავ ავსტრალიის ნაკრებს, რომელიც შესანიშნავი გუნდია, საოცარი კალათბურთელებით. სამწუხაროდ, ორივე გუნდმა დაასრულა ასპარეზობა. მათ კარგად ითამაშეს და მოგება დაიმსახურეს. როგორც შერმადინმა თქვა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველად ვითამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალიან მაღალ დონეზე იყო ტურნირი ორგანიზებული, აბსოლუტურად ყველაფერი. მადლობა ფანებს, ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ იყვნენ და საქართველოში. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. მოვხვდით საუკეთესო 16 გუნდში, გავედით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 8 წლის შემდეგ ასე დასრულება რთულია, ჩემი განცდების გადმოცემა ძნელია. მიყვარს ყველა ჩემი კალათბურთელი და მთლიანად ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თავს ახლა ქართველად უფრო ვგრძნობ, ვიდრე ბერძნად, ყველაფერი გავიღე, სულით და გულით ვიმუშავე. მიყვარს კალათბურთელები და საქართველო, ვამაყობ მათით, მეტს ახლა ვერაფერს ვიტყვი.

დღეს სანაძე, ბერიშვილი, ცინცაძე და შენგელია გვაკლდნენ. თორნიკე გერმანიასთან მოედანზე ტრავმირებული გავიდა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და კიდევ ერთი დაზიანება მიიღო“, - თქვა ზუროსმა.

სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრით დაასრულა. ჩაატარა 5 მატჩი, საიდანაც 2 მოიგო კაბო ვერდესა და ვენესუელასთან, ხოლო სლოვენიის, გერმანიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ მარცხი განიცადა. ამ შედეგით ზუროსის გუნდმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:21 | 04.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ზუროსი რომ წასასვლელია ეგ ცხადია, მაგრამ მთავარი ისაა ვინ მოვა მაგის ადგილას

20:16 | 03.09.2023
KoRBeN DaLLaS (24838)

მადლობა ყველაფრისთვის ილო ძია, მაგრამ... ისეთი დუნდუკი ნაკრებიც არა გვყავს რომ მათთვის ხეზე ასვლა ვერ გესწავლებინა. ხანდახან მაინც "აძვრებოდნენ" ))
ეტყობა შენც არ იცი )))
პ.ს. კოკოშკოვს მაინც მირჩევნიხარ !!!

23:35 | 03.09.2023
Marco8 (3589)

ჩვენს ნაკრებში შედეგით, კი მაგრამ კოკოშკოვს რითი ჯობს?

11:46 | 04.09.2023
KoRBeN DaLLaS (24838)

კი კი, სწორედ ნაკრებს ვგულისხმობ.

23:35 | 03.09.2023
Marco8 (3589)

ბოისა მაინც არ ეჯდა შტაბში)))

23:35 | 03.09.2023
Marco8 (3589)

თუ მაგასაც ეისა))

19:41 | 03.09.2023
alfadhirhaiti (7530)

კაბო ვერდეს და ვენესუელას დიდი შანსია, შენ გარეშე მოუგებდნენ. ქართველობა ჯობდა საქმით დაგემტკიცებინა. არავითარი გაჩერება, მადლობა გადაუხადოს ამისთანა არა კომპეტენტურმა ფედერაციამ და გაუშვას.

16:36 | 03.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეხლა ვუყურეფ გერმანია სლოვენიას, სლოვენიას საერთოთ არ მისდის თამაში და არც დონჩიჩს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გერმანია უფრო ძლიერია

16:03 | 03.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აქედან დასკვნა რომ ნაკრების თამაშის ხარისხით უკან-უკან მიდის

15:43 | 03.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

თორემ მე ესეთი ცუდი ნაკრები კარგა ხანია არ მინახია

14:58 | 03.09.2023
ძიუდოო123 (1282)

სრული კატასტროფა. დაცვაში ასეთი თამაში რავი ვერც პერიმეტრს კეტავენ და რამდენი მოხსნილი ბურთი დაკარგეს. უბედურება ისაა რომ ზუროს დატოვებენ და ტვინს მოხნავენ ისტორიული შედეგით. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი აქ ვერც მოვხვდებოდით

15:43 | 03.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და ასევე კაპო ვერდეს და ვენესუელას უნდა ვუმადლოდეთ 16 გუნდში გასვლას

0.063593