ფეხბურთი

10:28 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ზედიზედ მეორე გოლი MLS-ში (+VIDEO)

საბა ლობჟანიძის ამერიკული კარიერა იდეალურად დაიწყო და ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედის“ ქართველმა ნახევარმცველმა MLS-ში ამჯერად „დალასთან“ შეძლო თავის გამოჩენა.

საბა მოედანზე 62-ე წუთამდე იყო, გოლი კი 58-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მეტოქის კარი შორეულ კუთხეში ეფექტური დარტყმით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„ატლანტა იუნაიტედი“ 42 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 სექტემბერს „ინტერ მაიამის“ უმასპინძლებს, სადაც ლიონელ მესი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121738