ფეხბურთი

11:10 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ზინედინ ზიდანის შედეგი გაიმეორა

მადრიდის „რეალის“ ისტორიაში მოგებული მატჩების რაოდენობით კარლო ანჩელოტი ზინედინ ზიდანს გაუთანაბრა და მეორე ადგილს ფრანგთან ერთად იყოფს.

„ხეტაფესთან“ გამარჯვება ანჩელოტისთვის „სამეფო კლუბში“ 172-ე იყო. ამ შედეგს მან 2013-2015 და 2021 წლიდან დღემდე უწია. იტალიელმა 111 თამაში ლა ლიგაში მოიგო, 36 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 ესპანეთის თასზე, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 2 ევროპის სუპერთასზე და ორიც ესპანეთის სუპერთასზე. ამდენივე თამაში მოიგო „რეალმა“ ზიდანის ხელმძღვანელობით.

პირველ ადგილზე კი მიგელ მუნიოსია, რომელმაც მადრიდულ გრანდს 1960-1974 წლებში 357 მატჩი მოაგებინა და მისი რეკორდი ხელშეუხებელი ალბათ დიდხანს იქნება.

კარლო ანჩელოტის „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი ორ-ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო ლა ლიგა და ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110371