ფეხბურთი

20:46 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ალავესის" ფეხბურთელს ორი პენალტი აუღო (VIDEO)

გიორგი მამარდაშვილმა „ალავესის“ ფეხბურთელ კიკე გარსიას პენალტი აუღო. თუმცა, საჯარიმოში „ვალენსიას“ ფეხბურთელი დარტყმამდე შევიდა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი მსაჯმა გარსიას გაამეორებინა. გიორგიმ ვიზავის ამჯერადაც აჯობა! ეს მისი პირველი მოგერიებული პენალტია „ვალენსიაში“. თუმცა, მოგერიებული პენალტიდან რამდენიმე წამში ჯენკ ოზკაჯარმა ქართველ მეკარეს ავტოგოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116917