ფეხბურთი

17:47 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი ლიგა 2-ში (VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში „ბორდომ“ „ოსერთან“ საკუთარ მოედანზე 2:4 წააგო. არადა, ჟირონდელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო.

26-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი პასით პედრო დიასმა ანგარიში გახსნა. თუმცა, „ოსერმა“ მალევე 3-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და წინ გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა კიდევ ორჯერ იხეირეს. „ბორდომ“ მატჩის მიწურულს შეამცირა სხვაობა.

დავითაშვილს აქტიური თამაში ჰქონდა: პირველი ტაიმის ბოლოს გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა, მეორე ნახევარში კი ერთი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

„ბორდო“ 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 სექტემბერს, „ვალანსიენს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ დავიდ გიონის გუნდს 1 ქულა აქვს დაკლებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134351