ფეხბურთი

19:00 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" უკრაინელი ფორვარდი დაიმატა

„ვალენსიამ“ ბელგიური „ბრიუგედან“ იჯარით რომან იარემჩუკი დაიმატა. ესპანურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ვალენსიელები სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდს ეძებდნენ და ბოლო მომენტში იპოვეს.

რომან იარემჩუკმა კარიერა „დინამო კიევში“ დაიწყო, შემდეგ „ოლექსანდრიაში“, „გენტში“, „ბენფიკასა“ და „ბრიუგეში“ ითამაშა. ბელგიურ კლუბში გასულ სეზონში მან 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი ოთხ შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.111144