ფეხბურთი

1:03 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "საუდის არაბეთში მხოლოდ ფულისთვის მიდიან, ეს ფეხბურთს ეწინააღმდეგება"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საუდის არაბეთში გადაბარგებული ფეხბურთელები გააკრიტიკა.

როგორც გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იქ მხოლოდ და მხოლოდ ფულისთვის მიდიან, სხვა მიზეზი არ არსებობს.

„ზოგიერთმა თქვა, რომ საუდის არაბეთში ამბიციურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ რეალურად ყველაფერი ფულს უკავშირდება. საბოლოო ჯამში, ეს არის ფულის გამო მიღებული გადაწყვეტილება და ეს ეწინააღმდეგება ფეხბურთს. რთული პერიოდია ფეხბურთისთვის.

ყველას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ, კარიერის ბოლოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც იქ მიდიან ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის შუაში არიან და ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაში“, - თქვა კროოსმა.

0.116316