ფეხბურთი

11:19 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ნუნესში 60 მილიონ დოლარს გადაიხდის

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველის, მათეუს ნუნესის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტის“ 55 მილიონი ევრო (60 მილიონი დოლარი) დაუჯდება - წერს ESPN.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა გადასვლის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა მოხდეს.

24 წლის ნუნესი „ვულვზში“ 2022 წლის აგვისტოში გადავიდა „სპორტინგიდან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2022/2023 წლების სეზონში ფეხბურთელმა „მგლების“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთიი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.107294