ფეხბურთი

10:50 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი „ბაიერნთან“ ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა

„ბაიერნის“ მეკარე, მანუელ ნოიერი, 2022 წლის დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ, პირველად დაბრუნდა მთავარ ჯგუფში - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

37 წლის ფეხბურთელმა ივარჯიშა ფეხბურთელებთან, რომლებმაც „აუგსბურგთან“ მატჩის სასტარტოში ვერ მოხვდნენ. ასევე, კოლეგა მეკარეებთან ერთად.

გერმანელმა მეკარემ სათხილამურო კურორტზე დასვენებისას ფეხი მოიტეხა მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთელს მარჯვენა წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

მანუელი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს. მიუნხენურ კლუბთან ერთად მან მოიგო ყველა შესაძლო თასი გერმანიაში, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

0.114326