კალათბურთი

18:35 | 28.08.2023 | ნანახია 2402 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ვენესუელასთან მოსაგები გვაქვს, დღევანდელი მსაჯობა ვინმემ უნდა შეამოწმოს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სლოვენიასთან მატჩის (67:88) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქემ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო.

„პირველ რიგში, სლოვენიას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენზე უკეთ ითამაშა. ახლა წინ უნდა ვიყუროთ და მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, გვაქვს შანსი, რომ 16 გუნდში გავიდეთ ჩვენთვის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ენერგია უნდა აღვიდგინოთ, რთული თამაში იყო, რომელშიც ბევრი ჯარიმა დაფიქსირდა.

მსაჯობაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ პირველ ტაიმში ჯარიმები 26-6-ზე იყო, მხოლოდ ერთ მხარეს აჯარიმებდნენ, მეორეს - არა, ტექნიკურ ჯარიმებს მხოლოდ ერთ გუნდს აძლევდნენ, მეორეს - არა. ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა გუნდთან მუშაობა, თუმცა, ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს ის, რაც დღეს ვნახეთ.

ვენესუელასთან ძალიან მძიმე და რთული თამაში იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა. მეტოქე კარგი გუნდია მიუხედავად იმისა, რომ ორივე თამაში წააგო, თუმცა ჩვენც კარგი გუნდი ვართ, მაგრმ დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. კონცენტრაცია სხვა რამის გამო დავკარგეთ.

სანდროს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მჯერა, რომ მას დიდებული მომავალი აქვს. ის ახალგაზრდაა და შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. თუმცა, მთავარი გუნდია, გუნდი იგებს და გუნდი მარცხდება. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ჩვენით იამაყებს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე ვენესუელასთან გამართავს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 29.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ზუროსი შესაცვლელია უკვე

10:35 | 29.08.2023
zviadi-shxefi (6306)

ეჰ ზუროს სინდისი კარგი საქონელიაო იტყვიან. შენზე და ფედერაციაზე მარტო საქონელს თუ იტყვის ადამიანი

00:07 | 29.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეთი თამაშით ვენესუელასაც ვერ მოუგებთ

23:32 | 28.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მსაჯობაზე ლაპარაკს ჯობია ამ ჩემისამ ნაკრებს მიხედოს

23:31 | 28.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მსაჯობა ისეთი ცუდიც არ იყო რომ თამაშის შედეგზე ზეგავლენა მოეხდინა

21:26 | 28.08.2023
liberaltmtyvneli123 (418)

ანუ ის რომმსაჯობა საუკეთესო იყო,სხვანაირად პრორუსი გამოხვალ. . . რა ეხლა ვნახეთ პირველად?. . . ესაა ნამდვილი დასავლური დემოკრატია და სამართალი.ეს ესე იყო და იქნება მომავალშიც.ჩვენ მესამე სამყაროს ვართ მაგათთვის. . ეხლა არ გამომიხტეს კორბენ დალასის თუ კარბალეს ბაენა და არ დამიწყია მსაჯები გირონჯუკელები იყვნენო. . . ზუსტად იმიტომ იყვნენ გირონჯუკელები რომ ის ექნათ რაც ქნეს და ქალიც იმიტომ იყო. . . სხვა საქმეა რომ მაინც მოგვიგებნენის დედაც ჯეკ რა. . . როცა ისედაც შენზე ძლიერია და პლიუს მსაჯებსაც აჩმორებენ აქ ყველაფერი ნათელია. . . ესაა თქვენი დემოკრატია და დასავლეთი. . . ისტორიულად ეგრე იყო და იქნებააააა. . . ხოდა კიდევ ერთხელ ჩემი ღრმა მოკითხვა ყველა პროჭევროპელს. . .

0.066772