ფეხბურთი

17:00 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" ზედიზედ მეორე წაგება და მესამე უგოლო მატჩი

ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდმა“ „ბლექბერნს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ვალერიან ისმაილის გუნდი ცუდ ფორმაშია და ვერც „ვარდებს“ დააკლო ვერაფერი. გიორგი ჩაკვეტაძემ 55-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი უქულოდ დარჩენისგან ვერ იხსნა.

„უოტფორდმა“ პირველ ტურში ქპრ 4:0 გაანადგურა, ყველა პირველ ტაიმში გაიტანა, მაგრამ მას მერე, 3 მატჩია (სულ 7 ტაიმია) გოლს ვერ იტანს. შედეგად, 4 ქულით მე-15 ადგილზეა და 2 სექტემბერს, „ქოვენთრის“ ესტუმრება.

0.105717