საბა ლობჟანიძემ MLS-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა და გოლიც გაიტანა, თანაც ფანტასტიკური.
„ატლანტა იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ნეშვილი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო საბა მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო.
87-ე წუთზე მან მეტოქის კარში გოლი ქუსლით გაიტანა! აღსანიშნავია, კომბინაცია, რომელიც მან და ტიაგო ალმადამ გაითამაშეს - „ნეშვილის“ დაცვა უბრალოდ უსაქმოდ დატოვეს.
„შესანიშნავი თამაში და შედეგია. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით, პირველი მატჩით და პირველი გოლით. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო“, - თქვა ლობჟანიძემ მატჩის შემდეგ.
„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 ქულით მეექვსე ადგილზე და პლეი-ოფის ზონაშია. მომდევნო ტურში ლობჟანიძე და მისი თანაგუნდელები 31 აგვისტოს, „ცინცინატის“ უმასპინძლებენ.