სომხეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ალაშკერტმა“ „ნოა“ 3:1 დაამარცხა, ლევან კუტალიამ კი მორიგი გოლი გაიტანა.
მან 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო თავის გამოჩენა მე-60 წუთზე შეძლო, როდესაც ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა 5 ტურში 5 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
„ალაშკერტი“ 10 ქულით სომხეთის ჩემპიონატში ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „შირაქს“ ესტუმრება.