ფეხბურთი

0:14 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "ალ-ნასრი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ალ-ნასრმა“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბი „შაბაბ ალ-აჰლი“ 4:2 დაამარცხა.

არაბები ანდერსონ ტალისკას გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და აგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთიდან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთამდე „ალ-ნასრმა“ 3 გოლი გაიტანა. ტალისკამ დუბლი შეასრულა, თითოჯერ ალ განამმა და მარსელო ბროზოვიჩმა იხეირეს. ხორვატს საგოლე პასი კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა.

ამრიგად, „ალ-ნასრმა“ ეს ბარიერი დაძლია და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.067035