კალათბურთი

19:37 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: "მეორე ტაიმში შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება, სასარგებლო ტესტი იყო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის (81:86) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სასარგებლო ტესტ-ვარჯიში გამოვიდა.

„ძალიან კარგი ტესტ-ვარჯიში გამოვიდა. მსოფლიოს მესამე გუნდს, ავსტრალიას ვეთამაშებოდით. თავიდან ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მოვახერხეთ ჩვენი თამაშის ჩვენება. დაძაბული მატჩი იყო, ბოლო წუთამდე მოგების შანსი გვქონდა. ეს მატჩი ძალიან დაგვეხმარება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის“, - თქვა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს, სლოვენიას, ხოლო 30 აგვისტოს - ვენესუელას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127979