მილანის „ინტერი“ საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ ბენჟამინ პავარს დაიმატებს.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და ფრანგი იტალიურ გუნდს შეუერთდება, ხოლო გერმანელები 30 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებენ.
პავარი „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობს და 163 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, მანამდე ის „ლილის“ და „შტუტგარტის“ წევრი იყო.