ფეხბურთი

0:00 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "დილამ" "საბურთალოს" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში სამი მატჩი გაიმართა. გორის „დილამ“ ევროთასებზე გამოსვლის დასრულების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა განაახლა და წარმატებით.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ლიდერის, ტიერი გეილის შემდეგ, რომელიც გუნდიდან მიდის, კონკურენტი „საბურთალო“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. შეიკნე სილას გოლით თბილისელები იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ანდრონიკაშვილმა და სარდალიშვილმა ვითარება გორელთა სასარგებლოდ შეცვალეს. „დილას“ 37 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 41 ქულით მეორე პოზიციაზეა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. სტივ კინის გუნდმა „გაგრას“ იოლად, 4:1 მოუგო. დუბლი შეასრულა გიორგი არაბიძემ, თითოჯერ თავი ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინეს. „ტორპედოს“ 33 ქულა აქვს და ჯერ ისევ მეექვსე ადგილზეა, რადგან სეზონის სტარტი ჰქონდა წარუმატებელი. „გაგრა“ 18 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.

„თელავმა“ ღრმა აუტსაიდერ „შუქურას“ სტუმრად თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით 2:0 აჯობა. კახელებს 20 ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციაზე არიან, ხოლო „შუქურა“ 7 ქულით ბოლო საფეხურზეა.

„შუქურა“ – „თელავი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მენისი (4), 0:2 მორჩილაძე (58)

„საბურთალო“ – „დილა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სილა (10), 1:1 ანდრონიკაშვილი (32), 1:2 სარდალიშვილი (83)

„ტორპედო“ – „გაგრა“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 არაბიძე (18, პენ), 2:0 ბუღრიძე (44), 2:1 კლაუდინეი (49), 3:1 არაბიძე (66), 4:1 ფანცულაია (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06263