ფეხბურთი

20:38 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" პირველი მარცხი ჩემპიონშიფში, გიორგი ჩაკვეტაძემ 30 წუთი ითამაშა

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „სტოკ სიტის“ შეხვდა და 0:1 წააგო.

ვალერიან ისმაილის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაუშვა და შემდეგ სიტუაცია ვერ შეცვალა. ჩაკვეტაძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, თამაშიც გაამწვავა, 78-ე წუთზე პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„უოტფორდმა“ სეზონი ქპრ-სთან 4:0 მოგებით დაიწყო, რომელსაც ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ უკვე 5 ტაიმია გოლის გატანას ვერ ახერხებს და 4 ქულით მერვე ადგილზეა. ისმაილის გუნდი მომდევნო ტურში 27 აგვისტოს, „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114169