ფეხბურთი

14:40 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იასინ ბონო საუდის არაბეთში ითამაშებს

„სევილიას“ და მაროკოს ნაკრების მეკარის, იასინ ბონოს „ალ-ჰილალში“ ტრანსფერი გადაწყდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

აფრიკელი კიპერის სანაცვლოდ „სევილია“ 21 მილიონ ევროს მიიღებს და სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია. ამრიგად, ბონოსთვის ბრძოლაში არაბულმა კლუბმა მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა.

მაროკოელმა „სევილიას“ რიგებში ბოლო შეხვედრა ევროპის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარა.

იასინ ბონოს „ვიდადში“, „ატლეტიკოში“, „სარაგოსაში“, „ჟირონაში“ და „სევილიაში“ უთამაშია. ანდალუსიურ გუნდში მას 2019 წლიდან დღემდე 141 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113474