ფეხბურთი

23:59 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით, პირველი მატჩები წინა ეტაპებზეც წავაგეთ"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდის სჯერა და გამარჯვების იმედი აქვს.

„ნამდვილად გვჯერა, რომ ბრძოლა შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდით. წინა ეტაპებზეც პირველ მატჩებში დავმარცხდით და შემდეგ გამარჯვება მოვახერხეთ. საქართველოში „აპოელთან“ შეცდომების გამო წავაგეთ.

მეტოქის ორი ცენტრალური ნახევარმცველი ბურთს ძალიან კარგად ფლობდა. ქვილითაია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ასევე შემიძლია გამოვარჩიო „აპოელის“ დაცვითი ფუნქციები, მათ მცველები და ვინც გოლი გაიტანა (კრესპო).

მეტოქეს 10 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს? ფსიქოლოგიურად ეს „აპოელს“ აძლიერებს, მაგრამ მათ პასუხისმგებლობაც ეკისრებათ, რომ გაიმარჯვონ. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებისთვის ეს არის მოტივაცია, რომ ითამაშონ სავსე ტრიბუნების წინაშე. ჩვენ მოგვწონს ასეთ ატმოსფეროში თამაში, მაგრამ ზოგადად, „აპოელი“ ძალიან ორგანიზებული გუნდია”, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116445