თამაშგარე

16:59 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატეიამ ნემარის ტრფიალება აღიარა

როგორც ცნობილია, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, ევროპიდან არაბეთში გადაბარგებულ ბრაზილიელ ნეიმარს თან არ ერთი მეგობარი გოგოც კი არ მიჰყავს და ამბობს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ პირად ცხოვრებასიც სურს. ეს ნეიმარის ყაიდის ადამიანისგან ცოტა არ იყოს უცნაური განცხადებაა.

მექალთანეობით სახელგავარდნილ ბრაზილიელ მეგოლეს მთელი ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქალთა მოდგმა პუტინზე შეყვარებული რუსი დადაბერივით გაეტირა უკან. ამიტომაც ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მათი ცრემლები რწფელია და გულმისავალი.

ნეიმარისადმი ტრფიალება დაადასტურა აქამდე მყუდროებასაც შინა მყოფმა სლოვენიელმა მოდელმა მატეია კლეპმაც, რომელმაც სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სწუხს ნეიმარის გაცნობა რომ ვერ მოახერხა და წლები ისე გავიდა, ამ ბიჭს მხოლოდ შორიდან ეფანქვალებოდა. სიყვარული ოხერია რამეაო - უთქვამს დიდ სლოვენიელ მჩხიბავსა და საზოგადო მოღვაწეს, შუშუ კუტულიჩს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130543