გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში ორი საგოლე პასი მიითვალა, ამის ხარჯზე კი „შახტარმა“ „ოლექსანდრია“ 2:1 დაამარცხა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი ჩაწოდების შემდეგ მე-8 წუთზე დანილო სიკანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 31-ე წუთზე ლასინა ტრაორემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე შემთხვევაში გიორგი შეტევაში მაგრად ჩაერთო და კარგადაც ჩააწოდა.
ქართველ მცველს „შახტარში“ აქამდე საგოლე პასი არ ჰქონდა გაკეთებული, დღეს კი, ერთბაშად ორი მიითვალა. დონეცკურ გუნდს სამ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 20 აგვისტოს, „კრივბასთან“ გამართავს.