ფეხბურთი

22:31 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "გაგრას" იოლად მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგა პაუზის შემდეგ „დინამო თბილისმა“ კარგად განაახლა და ანდრეს კარასკოსაც წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა სტუმრად „გაგრა“ 6:1 დაამარცხა. დასაწყისში ანგარიში ანატოლი კოზლენკოს ავტოგოლით გაიხსნა, რასაც მალევე ზურაბ მუსელიანმა უპასუხა, მაგრამ შემდეგ ულად-ომარ იმრანის ჯერი დადგა, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა. უფრო მეტიც, მაროკოელის დარტყმა მოხვდა კოზლენკოს და ამიტომ მიითვალა ავტოგოლი, თორემ შეიძლება იმრანს პოკერიც შეესრულებინა.

თანაგუნდელს მხარი მეორე ტაიმში დავით სხირტლაძემ აუბა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.

„დინამო თბილისი“ 37 ქულით მეოთხე ადგილზეა, „გაგრას“ 18 ქულა აქვს და მეშვიდეა. მომდევნო ტურში ისინი „ტორპედოს“ ეთამაშებიან, მოქმედი ჩემპიონი კი „დილას“ დაუპირისპირდება.

„გაგრა“ – „დინამო თბილისი“ 1:6 (1:4)

გოლები: 0:1 კოზლენკო (15, ა.გ), 1:1 მუსელიანი (27), 1:2 იმრანი (33), 1:3 იმრანი (44), 1:4 იმრანი (45), 1:5 სხირტლაძე (57), 1:6 სხირტლაძე (64)

0.120764