ფეხბურთი

13:28 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰარი კეინი "ბაიერნის" ფეხბურთელია

საგა დასრულებულია - ჰარი კეინი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია. ინგლისელი თადამსხმელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კეინმა 9-ნომრიანი მაისური მოირგო და კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „ბაიერნმა“ „ტოტენჰემს“ 100 მილიონი ევრო და პლუს 20 მილიონი ბონუსის სახით გადაუხადა. ამრიგად, კეინის კარიერაში ახალი თავგადასავალი იწყება.

„ბაიერნში“, რომელიც ჩემი ახალი ოჯახია, წარმოუდგენლად მიმიღეს. აღფრთოვანებული ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე საოცარი ისტორიის მქონე კლუბში და მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას“, - აღნიშნა ჰარიმ.

ჰარი კეინი სხვადასხვა დროს იჯარით „ლეიტონში“, „მილუოლში“, „ნორვიჩსა“ და „ლესტერში“ თამაშობდა, ხოლო „ტოტენჰემში“ 435 მატჩში 280 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ინგლისის ნაკრებში მას 84 თამაშში 58 გოლი აქვს გატანილი.

0.114225