ფეხბურთი

19:32 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვის შეძენა "ბეშიქთაშსაც" სურს

საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ამჯერად „ბეშიქთაშის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. Sport24-ის ინფორმაციით, თურქული ფეხბურთის გრანდი მზადაა საბას შესაძენად იბრძოლოს.

წყაროს თანახმად, თურქული კლუბი მზადაა 3 მილიონი ევრო შესთავაზოს მოსკოვის „დინამოს“, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ტოპ ხუთი ლიგის გუნდში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს.

ბოლო პერიოდში საბას ყველაზე აქტიურად „ლიონს“ უკავშირებენ, იქამდე კი „გალათასარაისა“ და „ფროზინონეზეც“ გავრცელდა ინფორმაცია. მან მიმდინარე სეზონში 1 მატჩი ჩაატარა, „დინამოსთან“ კონტრაქტი კი 2024 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118521