ფეხბურთი

22:59 | 10.08.2023 | ნანახია 1559 - ჯერ

სხვა კლასი და გამოცდილება: "დილა" "აპოელს" ვერ გაუმკლავდა

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ნიქოზიის „აპოელთან“ წააგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა, შეტევასაც ცდილობდა, საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ტაიმი მაინც დათმო. გორელებს ყველაზე კარგი შანსი 33-ე წუთზე მიეცათ, როდესაც რევაზ ჩიტეიშვილმა ჯარიმა ძალიან კარგად შეასრულა, თუმცა კვიპროსელებს გაუმართლათ - ბურთი ხარიხას მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა გოლს საერთოდ არაფერი მოასწავებდა, 45-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა. გორელთა დაცვაში ჩავარდნის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ვარდნაში დაარტყა, მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ხოსე კრესპომ ანგარიში გახსნა. ტაიმიც ნიქოზიელებმა მოიგეს.

მეორე ნახევარში უკვე „აპოელი“ გაცილებით უკეთ თამაშობდა. „დილამ“ უფრო მეტჯერ დაარტყა კარში, თუმცა, განსაკუთრებული ხიფათის გარეშე. 63-ე წუთზე კი ჯორჯ ეფრემმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ შემთხვევაში მეკარის შეცდომა აშკარა იყო. სტუმრებმა სასურველ შედეგამდე თამაში ძალიან მშვიდად მიიყვანეს.

უნდა ითქვას, რომ „დილას“ და „აპოელს“ შორის სხვაობა მაინც აღსანიშნავია. კვიპროსულ გუნდს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და ბევრად გამოცდილიცაა. ამრიგად, შედეგიც ლოგიკურია. მთლიანობაში, „დილასთვის“ ორი ეტაპის გადალახვა ახლა ალბათ მაქსიმუმი იყო. წილისყრაში უფრო რომ გამართლებოდა, შეიძლება მეტისთვისაც მიეღწია...

„აპოელის“ და „დილას“ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 17 აგვისტოს გაიმართება.

„დილა“ – „აპოელი“ 0:2 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

„დილა“ (4-3-3): კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტოუ, ვანდერსონი; ფარულავა (სარდალიშვილი 66), ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი; გომისი (მზაკვალი 85), კოვტალიუკი (კუხიანიძე 66), გეილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„აპოელი“ (3-4-3): ბელეცი; კრესპო, კოსტადინოვი, დვალი; შუშიჩი, ფეტფაციდისი (ვილაფანესი 58), სარფო (ვილსონი 58), შებაკე; მარკინიოსი (ეფრემი 58), ქვილითაია (ტომანე 74), დალსიო

მწვრთნელი: რიკარდო სა პინტუ

გოლები: 0:1 კოსტადინოვი (45), 0:2 ეფრემი (64)

გაფრთხილება: ეტოუ (63) - კრესპო (32), კოსტადინოვი (55)

გაძევება: სანტოსი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: იასმინ შუბოტიჩი (ლუქსემბურგი)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:36 | 13.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

განმეორებით თამაშზე რაღა უნდა ვთქვათ, კარგი იქნება ცოტას თუ გავიბრძოლებთ

03:09 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რა შედეგიც დადეს ეს ალბათ მაქსიმუმი იყო გორელებისთვის

01:28 | 12.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

დინამოსნაირათ მაინც არ შერცხვნენ

03:09 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაზე ღირსეულათ გუნდებიდან მაინც დილა გამოდის, უბრალოთ მეტი რესურსი არარი, ფინანსების მხრივ, შემადგენლობის მხრივ

03:06 | 11.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეტი რესურსი ალბათ აღარ ქონდათ, მაგრამ აქამდეც რომ მოვიდნენ ეგეც არ არი ცუდი შედეგი

23:10 | 10.08.2023
alfadhirhaiti (7530)

მადლობა ვთქვათ მაინც, დინამოების შემხედვარე და მაგათი ნათესლარი ხელმძღვანელობის ფონზე. საგინებლები ეგენი არიან. ჰამრუნი ფერენცვაროშთან ნადგურდება. დილა მაინც ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგის გზით და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებდნენ. დინამოების დედა***** და მათი ხელმძღვანელობის ამ ლაფისთვის.

00:27 | 11.08.2023
Z.LO (802)

ჰამრუნი - ფერენცვაროში 1-6 ! და ვისთან წააგეს მართლაც

23:05 | 10.08.2023
alfadhirhaiti (7530)

მოგი**ანთ კიდე უკან პასები! ნახევარმცველი რაღაზე გააგდებინეს, ქართველი ფეხბურთელი იქნებოდა, ხო ვიცი.

23:04 | 10.08.2023
alfadhirhaiti (7530)

კლასი და გამოცდილება კი არა, ამ აპოელზე ძლიერი დილასთან გავარდნილი დუნაისკა სტრედა და ვორსკლა ჩანს. ეპოზოდებში ჩაიჯვეს და საკმარისი აღმოჩნდა წაგებისთვის.

00:28 | 11.08.2023
Z.LO (802)

ყველაზე ძლიერი დუნაისკა სტრედა იყო ამ სამიდან.

00:29 | 11.08.2023
Z.LO (802)

გორში რომ ყოფილიყო თამაში სხვა თამაში და შედეგი იქნებოდა!

00:38 | 11.08.2023
alfadhirhaiti (7530)

არის სიმართლის მარცვალი. ვინ რეგვენმა მოიფიქრა ამ დაწყევლილ დინამოზე თამაში. ქუთაისში უნდა ჩაეტარებინათ, პატარა ზომის სტადიონია და ნაკლები განსხვავებები იქნებოდა შინაური აურიდან.

0.080896