მიუნხენის „ბაიერნმა“ „ტოტენჰემთან“ თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - წერს The Athletic.
გამოცემის ცნობით, გერმანიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, „ბაიერნის“ 100 მილიონ ევროზე მეტი შეთავაზება „სფურზმა“ მიიღო. ახლა ყველაფერი თავად კეინზეა დამოკიდებული, უახლოეს ხანში 30 წლის ფორვარდს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
გასულ სეზონში კეინმა პრემიერლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 30 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. კეინი „ტოტენჰემის“ სისტემის აღზრდილია. პირველ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს.