ფეხბურთი

13:12 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მცველ ბენჟამინ პავარს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს

„ბაიერნის" ფეხბურთელი, ბენჟამინ პავარი, „მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლითაა დაინტერესებული - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფრანგი მცველი მზადაა მიუნხენური კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს. მას კარიერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაგრძელების ვარიანტი იზიდავს. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანკუნიანელებმა „ვესტ ჰემში“ წასული ჰარი მაგუაირის შემცვლელად სამი კანდიდატი შეიგულეს: პავარი, ჟან-კლერ ტოდიბო „ნიცადან“ და ედმონდ ტაფსობა ლევერკუზენის „ბაიერიდან.“

პავარი „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობს.

0.117005