ჭადრაკი

0:19 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილის მოგება და ბაციაშვილის ყაიმი მსოფლიო თასზე

ბაქოში, მიმდინარეობს ქალთა მსოფლიო თასის მერვედფინალური შეხვედრები საქართველოს ქალთა ნაკრების ორი წევრის - ბელა ხოტენაშვილის და ნინო ბაციაშვილის მონაწილეობით.

მატჩის პირველ პარტიაში ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით რეიტინგით მსოფლიოს მეოთხე ნომერი, ინდოელი ჰამპი კონერუ დაამარცხა დამაჯერებლად.

მსოფლიო თასის მეორე ქართველმა მონაწილე ნინო ბაციაშვილმა კი ყაიმით დაასრულა შეხვედრა მსოფლიო სარეიტიგო კლასიფიკაციით მესამე მოჭადრაკესთან, ალექსანდრა გორიაჩკინასთან. მატჩის მეორე პარტია ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს. საიდანაც, ჩემპიონი 110 000$ მიიღებს, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო - 50 000$.

თითოეული მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობას დამატებითი ტაი-ბრეიქი გაარკვევს.

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114324