ფეხბურთი

23:43 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "ალ-ნასრი" არაბული კლუბების ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა

არაბული კლუბების ჩემპიონთა თასზე კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრი“ ფინალში გაიყვანა.

საუდელებმა „ალ-შორტა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს, რონალდუმ კი გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ტაიმშიც გამოიჩინა თავი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.

"ალ-ნასრი" ზემოხსენებული ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. მეორე ნახევარფინალში „ალ-ჰილალმა“ „ალ-შაბაბი“ 3:1 დაამარცხა. შესაბამისად, ფინალში „ალ-ნასრი“ დ „ალ-ჰილალი“ 12 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064477