ფეხბურთი

20:45 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა „ინტერ მაიამიში“ არ გადავა და კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.

39 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „ემირატებში“ ითამაშებს, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით.

ანდრეს ბოლო 5 სეზონი იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე 2002-2018 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117642