ფეხბურთი

14:55 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი საუდის არაბეთში წასვლას არ აპირებს

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა „ალ-იტიჰადისგან“ 180-მილიონ ევროიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა, ეგვიპტელი ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელის აგენტმა რამი აბასმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„წელს „ლივერპულიდან“ წასვლაზე რომ გვეფიქრა, გასულ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდით. მოჰამედი „ლივერპულის“ ერთგული რჩება“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს „ლივერპულთან“ კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148803