დონეცკის „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების მეკარე ანატოლი ტრუბინი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. 22 წლის მეკარის სანაცვლოდ უკრაინელები 10 მილიონ ევროს მიიღებენ.
ტრუბინი „შახტარის“ აღზრდილია, სადაც 2019 წლიდან დღემდე 94-ჯერ ითამაშა, უკრაინის ნაკრებში კი 7 თამაში აქვს ჩატარებული.