ლევერკუზენის „ბაიერმა“ ჩაბი ალონსოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ვებვერდი იტყობინება.
ესპანელი სპეციალისტი „ფარმაცევტებს“ 2026 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. ალონსომ „ლევერკუზენი“ 2022 წელს ჩაიბარა, როდესაც გუნდმა გასული სეზონი წარუმატებლად დაიწყო, მის ხელში კი სიტუაცია გამოსწორდა.
ჩაბი ალონსომ კარიერა „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ „სოსიედადის“ მეორე გუნდს ავარჯიშებდა, ხოლო „ლევერკუზენი“ დიდ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში მისთვის პირველი კლუბია.