ფეხბურთი

15:37 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა

გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად „დინამო“ ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.

„დინამო თბილისი“ მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა, ხოლო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტური „ჰამრუნის“ ბარიერი ვერ დაძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111415