ყაზახური „აქტობეს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი კარპოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გულშემატკივრების გახარება ისევ სურდათ, მაგრამ პირველი თამაშის შემდეგ ფეხბურთელების მოტივირება გაუჭირდა.
„მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა დავალება შეასრულეს. სტუმრად საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მეტოქეზე მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. მადლობა ბიჭებს შემდეგი ეტაპის საგზურისთვის, მაგრამ დღეს რაღაცამ არ იმუშავა და ჩვენი გულშემატკივრები მოგებით ვერ გავახარეთ. პირველი მატჩის შემდეგ ბიჭების მოტივირება რთული იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში გამოუყენებელ მომენტებზე ვისწავლით და მომდევნო შეხვედრაში გამოვიყენებთ. დიდი მადლობა გულშემატკივარს და მაყურებელს შექმნილი ატმოსფეროსთვის. გვინდოდა დღესაც მათი გახარება, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ახლა მწუხარების დრო არ არის, მთავარია, რომ მომდევნო ეტაპზე ვართ“, - თქვა კარპოვიჩმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე ბოსნიური „სარაევოს“ ბარიერი დაძლია, მაგრამ „აქტობესთან“ ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.