ფეხბურთი

23:40 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვორსკლას" მწვრთნელი: "ყოველი თამაში თავიდან იწყება, ახლა ორივე გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს"

პოლტავას „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა თამაში ახლიდან იწყება, ამიტომაც, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მისმა გუნდმა ერთი კვირის წინ გაიმარჯვა.

„იმ შეცდომებზე გავამახვილეთ ყურადღება, რაც დავუშვით და იმ კარგ ასპექტზე, რამაც გამარჯვება მოგვაპოვებინა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო, ახლა შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმი იქნება. ორივე გუნდი უკეთ იცნობს ერთმანეთს. ვიცით რა უნდა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, თუმცა, ალბათ, ჩვენმა მეტოქემაც იცის, რა უნდა გააკეთოს.

ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. ანდრეი ბაცულა შემოგვიერთდა და ვარჯიშობს, ის დაგვეხმარება. ყველაფერი რიგზეა და ყველა მზადაა. ყოველი მატჩი ახალი თამაშია. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ პირველ რიგში მათგან ის თვალები მჭირდება, რომელთა ნახვა მინდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან როგორც არ უნდა ითამაშო პირველი თამაში, მეორე თავიდან იწყება. გვჭირდება არა მარტო გამოცდილი ბიჭები, არამედ ახალგაზრდებიც, რომლებსაც აქვთ ენერგია ამოცანების შესასრულებლად.

ოდესღაც კი, მიჩვეულები ვიყავით გულშემატკივრებთან ერთად თამაშს, მაგრამ ჯერ პანდემია და ახლა ის ვითარება, რაც უკრაინაშია... გვაკლია ჩვენი გულშემატკივარი და ძალიან გაგვიხარდა, რომ პოლონეთში მათი მხარდაჭერა ვიგრძენით“, - თქვა სკრიპნიკმა.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ და „ვორსკლას“ მატჩი 3 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება. პირველი თამაში უკრაინელებმა 2:1 მოიგეს.

0.124645