ფეხბურთი

1:10 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ზედიზედ 22-ე სეზონში შეძლო გოლის გატანა

არაბული კლუბების ჩემპიონთა თასის მეორე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ „მონასტირი“ 4:1 დაამარცხა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი 74-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა, რითაც თამაშში გარდატეხა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ზედიზედ 22-ე სეზონი, რომელშიც რონალდუმ გოლის გატანა მოახერხა, რაც უნიკალური შემთხვევაა.

„ალ-ნასრს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და ჯგუფს „ალ-შაბაბთან“ ერთად ლიდერობს, ბოლო ტურში კი „ზამალეკს“ შეხვდება, რის შედეგადაც გაირკვევა, მოიპოვებს თუ არა მეოთხედფინალის საგზურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11954