მადრიდის „რეალის“ ახალწვეული არდა გიულერი ამერიკულ შეკრებაზე დაშავდა, რის გამოც მადრიდში დაბრუნება მოუწია, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის.
ესპანური გრანდის განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 წლის თურქს შიდა მენისკის დაზიანება აქვს. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა პერიოდით მოუწევს მას უქმობა, მაგრამ ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ არდა გიულერი ცოტა ხნის წინ სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ დაიმატა.