ფეხბურთი

12:15 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" დანიელ ტალანტს 75 მილიონ ევროდ იმატებს

დანიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი რასმუს ჰოილუნი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ბერგამოს „ატალანტა“ 75 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 10 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

რამსუსი „ატალანტამ“ შარშან გრაცის „შტურმიდან“ მხოლოდ 17 მილიონ ევროდ შეიძინა, სადაც დანიელი ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო. გასულ სეზონში მან 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მანამდე „შტურმის“ გარდა, „კოპენჰაგენშიც“ აქვს ნათამაშები. დანიის ნაკრებში ჰოილუნს 6 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06179