ფეხბურთი

15:28 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრმა" "მანჩესტერიდან" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ალექს ტელეში საუდის არაბეთში გადავიდა, სადაც კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა 4.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ტელეშმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ამრიგად, ის კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდა.

ალექს ტელეშს „ჟუვენტუდეში“, „გრემიოში“, „გალათასარაიში“, „ინტერში“, „პორტუსა“ და „მანჩესტერში“ უთამაშია, გასული სეზონი კი იჯარით „სევილიაში“ გაატარა, სადაც 38 მატჩი ჩაატარა. ბრაზილიის ნაკრებში მას 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.054762