ფეხბურთი

22:59 | 20.07.2023 | ნანახია 2675 - ჯერ

ორგანიზებული ფეხბურთი და შედეგიც: "დილა" კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზეა!

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა! ანდრეი დემჩენკოს გუნდმა „დუნაისკა სტრედასთან“ სტუმრად წაგების (1:2) შემდეგ სიტუაცია სათავისოდ გორში შეცვალა!

„დილამ“ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშის სტარტიდან დაეუფლა უპირატესობას და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ სლოვაკების მეკარე ბრწყინავდა. გორელთა აქტიურობას ფუჭად არ ჩაუვლია, რადგან 33-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა.

თორნიკე ძოწენიძემ მოედნის ცენტრიდან გასაოცარი, დაუჯერებელი პასი გააკეთა, რითაც მეტოქის ნახევარდაცვა და დაცვა ერთად მოწყვიტა თამაშს, მეკარეს პირისპირ კი ტიერი გეილი შეატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. გეილი მანამდეც ძალიან აქტიურობდა და გოლს პირადადაც იმსახურებდა.

ორი მატჩის ჯამში ეს წონასწორობას ნიშნავდა. შემდეგ „დილამ“ უკვე გეგმაზომიერი ფეხბურთი ითამაშა, თავის შანსს ელოდა, რაც შედეგის მომტანი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთზე სტადიონზე შუქი გამოირთო. ზოგადად, გორში თამაშის დროს შუქის ჩაქრობა პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ამაზე კლუბმა და ქალაქმა აშკარად უნდა იზრუნონ. თამაში 8 წუთი იყო შეწყვეტილი, შემდეგ ელექტროენერგია სტადიონზე აღსდგა და თამაშიც გაგრძელდა. 85-ე წუთზე კი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ალეფ სანტოსმა დაახლოებით 25 მეტრიდან ერთი შეხებით უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:0.

შედეგად, „დილა“ ორი მატჩის ჯამშიც დაწინაურდა. მატჩის მიწურულს სლოვაკებს კარგი შანსები ჰქონდათ, ერთხელ ხარიხას გაარტყეს ბურთი, ერთხელ მეკარემ ითამაშა დიდებულად, მაგრამ დარჩენილ დროში დემჩენკოს გუნდმა სასურველი ანგარიში შეინარჩუნა, თამაში 2:0 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვა. სხვათა შორის, "დილამ" კარისკენ 8-ჯერ დაარტყა და ყველა შემთხვევაში ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა.

ზოგადად, „დილა“ ძალიან ორგანიზებულ, გამართულ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველასგან განსხვავებული ხელწერა აქვს, რაც სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ „დილას“ ტრავმის გამო არცერთ მატჩში არ ჰყოლია კაპიტანი და გუნდის ლიდერი ნიკა გაგნიძე...

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლტავას „ვორსკლას“ შეხვდება. წესით, არც უკრაინული გუნდი უნდა იყოს გორელებისთვის დაუძლეველი ბარიერი. მატჩები 27 ივლისს (სტუმრად) და 3 აგვისტოს (შინ) გაიმართება.

„დილა“ – „დუნაისკა სტრედა“ 2:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„დილა“ (4-3-3): კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონი; ვიქტორი (ანდრონიკაშვილი 90), ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 65); გომისი (მზაკვალი 64), კოვტალიუკი (კუხიანიძე 72), გეილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„დუნაისკა სტრედა“ (4-3-3): პეტრაში; ალექს პინტო (მენდესი 90), რისვანისი, კასა (ბრუნეტი 46), ანდზოუანა; კალმარი (ვიტალისი 88), დიმუნი, კაჩერი; ტრუსა (გავრიჩი 71), კრსტოვიჩი, რამადანი (ზაჰრადნიკი 88)

მწვრთნელი: ადრიან გულ’ა

გოლები: 1:0 გეილი (33), 2:0 ალეფ სანტოსი (85)

გაფრთხილება: თევზაძე (67), ჩიტეიშვილი (87) - ალექს პინტო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (8) – 4 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ანტე ჩულინა (ხორვატია)


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:43 | 21.07.2023
გუსანი (746)

ვულოცავ დილას და გორს... ერთი ფაქტი -რამდენმა ქართველმა ითამაშა? იგივე ეხება ტორპედოს....დასკვნა?...

12:48 | 21.07.2023
zirzikichi (2952)

დილა თამაშობს ფეხბურთს, ყველაზე ძლიერი მეტოქეს შეხვდა რომელიც ტოლ-სწორად ეთამაშება სლოვანს და ისე გააგდო რომ მეტოქის მწვრთნელმაც აღნიშნა რომ აშკარად გვაჯობესო. დემჩენკო ჭკვიანი მწვრთნელია და წაგებას თავის ფეხბურთელებს არ აბრალებს განსხვავებით პროფესორა ჭიაბერაშვილისა. ლეგიონერებიც სხვებთან შედარებით ხარისხიანები ჰყავთ. პოლტავას ვორსკლასთან საინტერესო თამაშები გველოდება და წარმატებავ ვუსურვებ დილას რომელიც საქართველოს ჩემპიონატშიც საინტერესო ფეხბურთს თამაშობს

06:32 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ორივე დინამოსგან განსხვავებით ესე უჯიგროთ არ გამოვლენ

06:30 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მე მაინც იმედი მაქ გორელების, რომ ბოლომდე იბრძოლებენ

06:29 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვორსკლა რომ მაგ მზე გუნდზე ძლიერია ეგ ფაქტია

02:05 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ფიზიკაში უნდა მოიხოდონ

00:54 | 21.07.2023
KD (575)

დუნაისკა სტრედას სახელის გამო უყურებთ ცუდად, თორემ ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო ქართული გუნდების ამ საკვალიფიკაციოზე.

ელემენტარულად მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა სლოვანს, სადაც საქართველოს საუკეთესო ჩამშლელი, საუკეთესო ცენტრალური მცველი და ერთერთი ყველაზე ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი თამაშობდნენ.

სლოვაკეთის ჩემპიონატი არაა ხელწამოსაკრავი ნამდვილად

00:49 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვნახოთ აბა ვოტსკლასთან რას იზამენ, თვითონ დილაც სუსტია, სტრელასთან არ უნდა აგებდე თამაშს

00:47 | 21.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

დილა შედარებით ღირსეულათ გამოდის საკვალიფიკაციოებზე

00:00 | 21.07.2023
Z.LO (802)

ისე, ყველაზე კაცურად მაინც დილა გამოდის ხოლმე ტურნირებზე, სამარცხვინო წაგებები არ მახსენდება... დღესაც საკმაოდ ნორმალურ გუნდს გაა......ეს!

23:39 | 20.07.2023
Kobe Bean (21683)

მართლა უნდა გააჯმევინინონ გეგუჩაძეს და ჭიაბრიშვილს,გამომზევდა ორივე.აქამდე ვიცავდი ხოლმე გეგუჩაძეს,დღემდე მიმაჩნია რომ ეგ კაცი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისაც საქართველოს ჩემპიონატში უმუშავია,თუ საუკეთესოც არა,მაგრამ ძაან დამზევდა ბოლოდროს.თამაშს ვეღარ იგებს.თავისი დრო აქვს ყველაფერს.გეგუჩაძე კი არა მოურინიო გამომზევდა.ჭიაბრიშვილს დაუყენებია ბლანჟე და ვითომ პრაფესორი.წადი ბიძია სახლში.მაგრამ მამენტ მაგათთან რა გინდათ,კლუბების უფროსობა არ ელევა არცერთს

23:14 | 20.07.2023
alfadhirhaiti (7530)

დააკვირდით, რომელ გუნდებსაც დაფინანსებასთან ერთად, ისედაც შეძლებულები არიან ფინანსურად, მწვრთნელებად ტოტალური იდიოტები ჰყავთ. უნდა მოშორდნენ გეგუჩაძეები და ჭიაბრიშვილები ელიგას. დემჩენკოები ჭირდება ქართულ ფეხბურთს.

0.296611