ფეხბურთი

23:49 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დუნაისკა სტრედას" მწვრთნელი: "დილა" კარგი გუნდია და ვიცით, რომ ადვილი არაფერი იქნება"

„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულ’ამ გორის „დილასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება და თქვა, „დილას“ ბურთის კარგად ფლობა შეუძლია.

„დაძაბულ მატჩს ველოდებით ორ ხარისხიან გუნდს შორის. გორის „დილამ“ აჩვენა, რომ აქვს თამაშის სტილი ბურთის კარგი ფლობით. დაცვაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, პრესინგზე და დაცვიდან შეტევაში კარგად უნდა გადავიდეთ. მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას შევძლებთ.

ამინდს არანაირი გავლენა არ ექნება, აქ მშვენიერი ამინდია, დღისით უფრო ცხელა, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ. ხვალ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ვითამაშებთ და საღამოს თამაში სასიამოვნო იქნება. ბალახი მაღალი ხარისხისაა და ინტენსიურ თამაშს ველოდები.

ფეხბურთელებმა იციან მატჩის მნიშვნელობა, იციან, სად დაუშვეს შეცდომები პირველ შეხვედრაში. სახლში დავინახეთ, რომ ადვილი არაფერი იქნება. ვარჯიშზე გუნდში კარგი ატმოსფერო იყო და მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას“, - თქვა გულ’ამ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ და „დუნაისკა სტრედას“ შეხვედრა 20 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.134095