ფეხბურთი

22:29 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ხვალინდელ თამაშში ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხვალინდელ მატჩში ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ არსებობს და გულშემატკივრების იმედი აქვს.

პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში. შეხვედრის საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები ვთვლი, რომ სწორედ ამ პირობებით იყო განპირობებული. ხვალინდელ თამაშში კი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს, შესაბამისად ორივე ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. თუ რა დოზით გამოვიყენებთ მათ ამას ხვალ იხილავთ“, - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა დინამოელთა ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა:

„რთული თამაში გველოდება და ეს პირველ შეხვედრაში გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია ამაში კი გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. ამიტომ მივმართავ მათ - მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ასტანა“, - თქვა მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა, ხოლო ამჯერად გუნდები „დინამო არენაზე“ 19 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101267