ფეხბურთი

14:07 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

30 წლის შემტევმა K ლიგაში ივნისში 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შეძლო. შესაბამისად, მისთვის MVP-ს ტიტულის მინიჭება მოსალოდნელიც იყო.

ყაზაიშვილს კარგი სეზონი აქვს და 22 თამაშში გატანილი 11 გოლით სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116568