ჩოგბურთი

23:10 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "არ მეგონა, ალკარასთან ბალახზე თუ გამიჭირდებოდა, მან მოგება დაიმსახურა"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და არ ელოდა, რომ ბალახის საფარზეც ალკარასი ასე კარგად ითამაშებდა.

„რთულია მარცხის გადატანა, როცა ასე ძალიან ახლოს ხარ გამარჯვებასთან. ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ყველაზე დიდ სცენებზე ვითამაშოთ, უდიდეს კორტებზე და ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებზე. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი წარმოუდგენელი მატჩი მქონდა, ნამდვილად მადლიერი ვარ ამის გამო. დღეს უბრალოდ უკეთეს ჩოგბურთელთან დავმარცხდი და მჯერა, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები. სასიამოვნოა ჩემი შვილის აქ დანახვა, ის ჯერ კიდევ იღიმის. მიყვარხარ, მადლობა მხარში დგომისთვის.

კარლოსი უნდა შევაქო, ის ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას, გასაოცარია. მეგონა, რომ მასთან მხოლოდ თიხაზე და ჰარდზე გამიჭირდებოდა, მაგრამ ბალახზეც შემიქმნა პრობლემები. ვულოცავ მას და მთლიანად მის გუნდს. რაც შემეხება მე, არასდროსაა წაგება სასიამოვნო, აქ ბევრი დაძაბული შეხვედრა მოვიგე, მაგალითად 2019 წელს როჯერის წინააღმდეგ. შესაძლოა რამდენიმე ფინალი უნდა წამეგო, რომელიც მოვიგე“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს უიმბლდონიშ შვიდჯერ აქვს მოგებული, მაგრამ მერვედ ამის გაკეთება ვერ მოახერხა, ხოლო ალკარასი ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

0.119365