ფეხბურთი

11:04 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "კეინი სიტყვას თუ შეასრულებს, "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი სიტყვას თუ შეასრულებს, „რეკორდმაისტერის“ ფეხბურთელი გახდება.

„ფეხბურთელმა უკვე გარკვევით თქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება. რუმენიგე მას რეგულარულად ესაუბრება და თუ ფეხბურთელი თავის სიტყვას შეასრულებს, „ტოტენჰემს“ მოუწევს დანებება და ჩვენ დავიმატებთ“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელები ინგლისელ თავდამსხმელში დაახლოებით 70 მილიონ ევროს იხდიან. კეინს დიდი ხანია „ტოტენჰემის“ დატოვება სურს, მაგრამ ლონდონელები მის შენარჩუნებას ამ დრომდე ახერხებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06118