ფეხბურთი

10:29 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევოს" განცხადება: "ჩვენმა ფანებმა ქართული პოლიციისგან წარმოუდგენელი რეპრესიები გაიარეს"

„სარაევომ“ თავის ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბოსნიელი გულშემატკივრები ქუთაისში თამაშზე არ დაუშვეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფანებმა ქართული პოლიციისგან წარმოუდგენელი რეპრესიები გაიარეს.

„გულშემატკივრები, რომლებიც 2 500 კილომეტრს გადიან, პრობლების შესაქმნელად კი არ მოდიან, არამედ თავიანთი გუნდის გამარჯვებით გასახარებლად. ჩვენმა ფანებმა ქართული პოლიციის მხრიდან წარმოუდგენელი რეპრესიები გაიარეს და მატჩის დაწყებამდე სტადიონიდან გააძევეს. ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის თამაშობენ!“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სარაევოს“ ფან-დაჯგუფება გამოირჩევა არეულობის მოწყობით და მატჩის დაწყებამდე სტადიონზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც მათ თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს. მანამდე, ქალაქში "სარაევოსა" და "ტორპედოს" ფანები დაუპირისპირდნენ. საპასუხო შეხვედრა სარაევოში 20 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062089