ფეხბურთი

1:30 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურმა კლუბმა ლოჩოშვილზე შეთავაზება გააკეთა, "კრემონეზეს" მოთხოვნილი ფასიც ცნობილია

ესპანელი ჟურნალისტი სერხიო ნავა ადასტურებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „კრემონეზეს“ მცველის დამატება ესპანურ „რაიო ვალეკანოს“ სურს, რომელიც ლა ლიგის ბინადარია.

მისი ინფორმაციით, მადრიდელებმა კრემონელებს პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთეს, მაგრამ იტალიელები უფრო მეტს ითხოვენ.

„რაიო ვალეკანოში“ ცენტრალური ცაცია მცველის პოზიციაზე გაძლიერების კანდიდატი ლუკა ლოჩოშვილია. კლუბმა გააკეთა პირველი შეთავაზება, თითქმის 2 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ კრემონეზე 3 მილიონ ევროს ითხოვს“, - წერს ნავა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ „კრემონეზემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ლოჩოშვილიც შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს, თუმცა თანაგუნდელებზე გვიან, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო სეზონი უფრო გვიან დაასრულა.

გასულ სეზონში ქართველმა მცველმა იტალიურ გუნდში სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 2 საგოლე პასი), ხოლო იტალიის თასზე ორჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104429