ფეხბურთი

23:40 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანის" დირექტორი: "ჩაკვეტაძისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ, მას საფრანგეთში იწვევენ"

ბრატისლავის „სლოვანის“ სპორტულმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველისთვის სლოვაკური კლუბი პრიორიტეტი აღარ არის.

კმოტრიკმა აღნიშნა, რომ გიორგის აგენტთან კომუნიკაცია აქვს და დაადასტურა, რომ ფეხბურთელს შეთავაზება ფრანგული კლუბისგან აქვს.

„ტრანსფერი ჯერ დახურული არ არის და არც ისეთ ეტაპზე, როგორც გუშინ მედიაში წარმოადგინეს. ჩაკვეტაძის აგენტთან ახლაც კონტაქტზე ვარ, გარკვეული კომუნიკაცია ჩვენს შორის დღესაც შედგა. საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ სამწუხაროდ გიორგისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ. მას შეთავაზება საფრანგეთის ლიგა 1-დან აქვს.

ჩვენ გულშემატკივრებს უნდა ვასწავლოთ, რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ფეხბურთელებს, იმის მიუხედავად „ზლატე მორავცეს“ ვეთამაშებით თუ მადრიდის „რეალს“. როგორც კლუბმა, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უფრო მიმზიდველი ვიყოთ ჩაკვეტაძის მსგავსი ფეხბურთელებისთვის“, - აღნიშნა კმოტრიკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ გასული სეზონი იჯარით გაატარა და 47 მატჩში 1 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა. სლოვაკებს მისი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

0.107636